loader

იდუმალი მგზავრი პუტინის მანქანაში - კადრი, რომელმაც რუსული მედია დააინტრიგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იდუმალი მგზავრი პუტინის მანქანაში - კადრი, რომელმაც რუსული მედია დააინტრიგა

"დოჟდის" ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა პუტინის იდუმალ მგზავრზე "მერსედესის" მარკის ავტომობილში, რომელსაც თავად ვლადიმერ პუტინი მართავდა.

გამოქვეყნებულ კადრში, რომელიც კუნძულ ვალაამზეა გადაღებული, კარგად ჩანს, როგორ გადმოდის რუსეთის პრეზიდენტი მძღოლის ადგილიდან და როგორ უღებს ML-ის მარკის ავტომობილის უკანა კარს იდუმალ მგზავრს.

კარის გაღების შემდეგ მას ხელი ორი მიზეზის გამო შეიძლება მანქანისკენ ჰქონდეს გაწვდენილი: პირველი, რომ იდუმალ მგზავრს გადმოსვლაში ეხმარება და მეორე - იმისთვის, რომ მანქანიდან ნივთი აეღო.

მგზავრი ქალბატონია თუ მამაკაცი, ჟურნალისტებმა ვერ დაინახეს, თუმცა იმის ალბათობას, რომ ის ქალბატონია, მანქანაში არსებული წითელი ჩანთა ადასტურებს.