loader

"იცით? თქვენ ძალიან კარგ ფორმაში ხართ" - დონალდ ტრამპი სექსიზმში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც მან საფრანგეთის პირველ ლედის ფიზიკური ფორმა მოუწონა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იცით? თქვენ ძალიან კარგ ფორმაში ხართ" - დონალდ ტრამპი სექსიზმში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც მან საფრანგეთის პირველ ლედის ფიზიკური ფორმა მოუწონა

ტრამპები პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან საფრანგეთში. მას შემდეგ, რაც საფრანგეთისა და აშშ-ის პირველმა წყვილებმა ერთობლივად დაათვალიერეს Les Invalides მუზეუმები, ტრამპი ბრიჯიტს მიუბრუნდა და მისი მეუღლის თანდასწრებით კომპლიმენტი გაუკეთა. კომპლიმენტის თქმისას, პრეზიდენტმა ხელები გაიშვირა ბრიჯიტ მაკრონის მიმართულებით და მის ტანზე მიუთითა: "იცით? თქვენ ძალიან კარგ ფორმაში ხართ". შემდეგ კი ემანუელ მაკრონს მიუბრუნდა და დაამატა - "მშვენიერია". ტრამპი საფრანგეთს ემანუელ მაკრონის მიწვევით სტუმრობს ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღსანიშნავად.