მეტროში მატარებელმა ტურისტი ქალი რამდენიმე მეტრზე ათრია
ბელორუსი ტურისტი ქალისთვის იტალიურ მეტროში მგზავრობა კინაღამ ტრაგედიით დასრულდა. ქალი მეტროს ვაგონში შედიოდა, როცა შემთხვევით კარში გაიჭედა. მემანქანემ, რომელიც ამ დროს კაბინაში ვახშმობდა, ყურადღება არ მიაქცია და მატარებელი დაძრა. მატარებელმა ქალი რამდენიმე მეტრზე ათრია. მოძრავი შემადგენლობა მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როცა მგზავრებმა ავარიული მუხრუჭი გამოიყენეს.
43 წლის ტურისტი ქალი მრავლობითი მოტეხილობებითა და ფილტვის ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
43 წლის ტურისტი ქალი მრავლობითი მოტეხილობებითა და ფილტვის ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს.