loader

რას ჰყვება ISIS-ის ტყვე ქალი, რომელზეც ტერორისტები ყოველდღე ძალადობდნენ- "როგორ ვყვები ამას ცრემლების გარეშე? ალბათ, გამიშრა და ამიტომ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვება ISIS-ის ტყვე ქალი, რომელზეც ტერორისტები ყოველდღე ძალადობდნენ- "როგორ ვყვები ამას ცრემლების გარეშე? ალბათ, გამიშრა და ამიტომ"

2014 წელს ”აისისის” მებრძოლები იეზიდებს დაესხნენ თავს, ეთნიკურ ქურთებს, რომლებიც ჩრდილოეთ ერაყში ცხოვრობენ. ტერორისტები კლავდნენ კაცებს და ატყვევებდნენ ქალებს, რომლებსაც სექს მონებად იყენებდნენ. ეხლასი, რომელიც დატყვევებისას 14 წლის იყო, ათასობით იეზიდ გოგონასთან ერთად გაიტაცეს და ექვსი თვის მანძილზე სექსმონად ყავდათ.

”ექვსი თვის მანძილზე ყოველდღე მაუპატიურებდნენ. თვითმკვლელობა ვცადე. ერთ-ერთმა მეთაურმა 150 გოგოში გამომარჩია. ძალიან მახინჯი იყო, ცხოველივით, გრძელი თმა ქონდა. საშინელი სუნი ასდიოდა. ისეთი შეშინებული ვიყავი, ვერც ვუყურებდი”, - იხსენებს გოგონა.

ექვსი თვის შემდეგ ეხლასმა გაქცევა მოახერხა. ის ლტოლვილთა ბანაკში გადაიყვანეს. ”როგორ ვყვები ამას ცრემლების გარეშე? ალბათ, დამიმთავრდა ცრემლი”, - ამბობს ეხლასი. ამჟამად ის გერმანიაში გადის თერაპიას და სურს იურისტი გახდეს. 2014 წელს, როდესაც ”აისისმა” მთა სინჯარი დაიპყრო, 9 900-მდე იეზიდი მოკლა და დაატყვევა.

მომზადებულია muslimpress.com-ს მიხედვით.