loader

რუსეთში 7 თვის ორსულმა ქალმა ბავშვი დახრჩობას გადაარჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში 7 თვის ორსულმა ქალმა ბავშვი დახრჩობას გადაარჩინა

7 თვის ორსულმა ქალმა დახრჩობას მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა. 33 წლის იაროსლავლელი სვეტლანა სოკოლოვა არც კი დაფიქრებულა, როცა დაინახა, რომ ნავი, რომელშიც 2 პატარა ბიჭი იჯდა, გადაბრუნდა. ქალი ბავშვების დასახმარებლად მაშინვე წყალში გადახტა. ერთი ბავშვი მან მალევე უვნებლად გამოიყვანა, ხოლო როცა მეორე ბავშვის ამოსაყვანად წყალში შევიდა, სუნთქვა აღარ ეყო და იძულებული გახდა, წყლიდან ამოსულიყო. სამწუხაროდ, 9 წლის ბიჭი დაიღუპა. ამის გამო სვეტლანა დიდი ხნის განმავლობაში დაძინებას ვერ ახერხებდა. გამოჩენილი გმირობისთვის ორსული ქალი მედლით დააჯილდოვეს.