loader

რუსი მღვდელი "სუტენიორობის" ბრალდებით დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსი მღვდელი "სუტენიორობის" ბრალდებით დააკავეს

რუსი მღვდელი ნიკოლაი კირეევი ბელორუსის ქალაქ ვიტებსკში დააკავეს. როგორც ადგილობრივი სამართალდამცველები ამტკიცებენ, სანკტ-პეტერბურგელი სულიერი მოძღვარი ორი ბელორუსი ქალის რუსეთში გადაყვანას და მათ პროსტიტუციაში ჩაბმას გეგმავდა. მღვდელი მაშინ დააკავეს, როცა ის 20 და 30 წლის ქალებთან ერთად სანკტ-პეტერბურგისკენ მიმავალ ავტობუსში ჯდებოდა.

ეკლესიის წინამძღვრის განმარტებით, სადაც კირეევი მსახურობდა, მოძღვარი შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა, თავად ოჯახში განაცხადა, რომ მოსკოვის შემოგარნში ეკლესიების მოსალოცად მიდიოდა. მისმა ახლობლებმა კი გაიხსენეს, რომ მღვდელი ბოლორუსში რეგულარულად დადიოდა.

რა მიზანს ემსახურებოდა რუსი სასულიერო პირის ბელორუსში მოგზაურობა და მართლა იყო თუ არა ის "სუტენიორობით" დაკავებული, ამის დადგენა ბელორუს სამართალდამცველებს მოუწევთ.

მოძღვარს მსახურების უფლება უკვე შეუჩერეს. უახლოეს მომავალში მისი ექსტრადირების საკითხიც გადაწყდება.