loader

რუსეთში მამაკაცმა ვეფხვი მოკლა და მისი გვამი გაყინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში მამაკაცმა ვეფხვი მოკლა და მისი გვამი გაყინა

რუსეთში 42 წლის მამაკაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკანონო ნადირობის ბრალდებით აღიძრა. სამართალდამცველებმა პრომორიეში მცხოვრები მამაკაცის სახლში გაყინული ამურის ვეფხვის გვამი აღმოაჩინეს. ვეფხვის ეს სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი. ამიტომ მამაკაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მონადირეს, რომელიც გამოტყდა, რომ ვეფხვი ჯერ მოკლა, ხოლო შემდეგ გაყინა და გადამალა, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმის სახით მილიონი რუბლის გადახდა ემუქრება.