loader

"სენსაციური კავშირი სააკაშვილსა და ოპერის მომღერალ მაკსაკოვას შორის" - "Россия 24"-ის "პირდაპირი ეთერის" სასაუბრო თემა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სენსაციური კავშირი სააკაშვილსა და ოპერის მომღერალ მაკსაკოვას შორის" - "Россия 24"-ის "პირდაპირი ეთერის" სასაუბრო თემა

"სენსაციური კავშირი სააკაშვილსა და ოპერის მომღერალ მაკსაკოვას შორის" - "Россия 24"-მა  ამ თემას ცენტრალური თოქ-შოუ, სახელწოდებით "პირდაპირი ეთერი" მიუძღვნა. გადაცემაში ექსპრეზიდენტსა და პოპულარული ოპერის მომღერლის, მარია მაკსაკოვას შორის პირად ურთიერთობებზე არაერთი მინიშნება გაკეთდა. გადაცემაში მიწვეული იყო ლალი მოროშკინაც, რომელმაც უპასუხა წამყვანის კითხვას, თუ რა კავშირი აქვთ სააკაშვილს, პოროშენკოსა და მაკსაკოვას...

ამ გადაცემაში მონაწილეობის შემდეგ მოროშკინამ "ფეისბუკზე" სტატუსი გამოაქვეყნა:

"მოსკოვში მონაწილეობა მივიღე გადაცემაში "პრიამოი ეფირ". გადაცემის თემა იყო "სააკაშვილი, როგორც ახალი ტელევარსკვლავი უკრაინაში და მისი ახალი სიყვარული ოპერის მომღერალი მარია მაკსაკოვა". სხვათა შორის, მაკსაკოვა რუსეთის დუმის დეპუტატი იყო ვლადიმერ პუტინის "ედინაია როსიიდან" და ქება-დიდებას ასხამდა პუტინს. გადაცემაში უარი ვთქვი, მესაუბრა სააკაშვილის ჭუჭყიან თეთრეულზე და განვაცხადე, რომ ქალბატონი, რომელიც სააკაშვილთან სარეცელს იყოფს, არ მაინტერესებს-მეთქი! სამაგიეროდ, გარკვევით ვთქვი, რომ ჩემი მიზანი იყო რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის დაწყება, რადგან დაწყებული ახალგორით, ჩვენ შორის უამრავი პრობლემაა დაგროვილი...

ძალიან ცუდია, როცა ასეთ გადაცემებში, რომელიც ძალიან რეიტინგულია, საქართველოდან არავინ მონაწილეობს და რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელებს არავინ ელაპარაკება... სხვათა შორის, გადაცემაში მოწვეულნი იყვნენ უკრაინელი ბენდერლები, რომლებსაც არ დაუმალავთ, რომ მათი წინაპრები ფაშისტებთან ერთად იბრძოდნენ. ბენდერლებმა პირდაპირ თქვეს, რომ ისინი მხარს სააკაშვილს უჭერენ!", - დაწერა მოროშკინამ.