loader

ვრცელდება სურგუტში სისხლიანი სასაკალაოს მომწყობის ლიკვიდაციის კადრები (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება სურგუტში სისხლიანი სასაკალაოს მომწყობის ლიკვიდაციის კადრები (+18)

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მოახდინა რუსულმა პოლიციამ სურგუტელი ტერორისტის ლიკვიდაცია. სურგუტში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 7 ადამიანი დაჭრა. მათგან 4 მძიმე, 1 კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, თუმცა, რუსული ხელისუფლება ტერაქტის ვერსიას ნაკლებად განიხილავს. მათი ვერსიით, 1998 წელს დაბადებული მამაკაცი ფსიქიკური აშლილობით იტანჯებოდა, ანდა ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

ასევე იხილეთ:

მომენტი, როგორ ესხმის თავს სურგუტელი ტერორისტი დანით მშვიდობიან მოქალაქეებს (+18)