loader

დღეს ამერიკაში მზის სრული დაბნელება დაფიქსირდება - რას ნახავენ ამერიკელები ისეთს, რასაც საქართველოდან ვერ ვიხილავთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეს ამერიკაში მზის სრული დაბნელება დაფიქსირდება - რას ნახავენ ამერიკელები ისეთს, რასაც საქართველოდან ვერ ვიხილავთ

ამერიკაში ტოტალურ მზის დაბნელებას ელოდებიან. მსგავსი სანახაობის შესაძლებლობა ძალიან იშვიათად ჩნდება. მთელი ჩრდილოეთ ამერიკა 21 აგვისტოს მომსწრე გახდება მზის სრული დაბნელების, რომლის დროსაც კონტინენტზე დღე ღამედ გადაიქცევა. თუმცა ეს მოვლენა ძალიან სახიფათოა, რადგან შესაბამისი შემზადების გარეშე მასზე დაკვირვებამ შესაძლოა ადამიანის მხედველობა ძლიერ დააზიანოს.

ამისთვის ნასამ სპეციალური გზამკვლევი გამოაქვეყნა, თუ როგორ უნდა დააკვირდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში მყოფი ადამიანები მზის დაბნელებას. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც უსაფრთხოა პირდაპირ, სპეციალური სათვალის გარეშე მზის დაბნელების დაკვირვება, არის მაშინ, როდესაც მზე მთვარეს მთლიანად ამოეფარება და დღე ღამედ გადაიქცევა. ეს მოვლენა სულ ორ წუთსა და ორმოც წამს გაგრძელდება, რის შემდეგაც აუცილებელია სათვალის გაკეთება.