loader

გია მაისაშვილი ამერიკაში, ძლიერ წყალდიდობაში მოყვა - "იწყება ჩვენი ორგანიზებული ევაკუაცია, ყველაფერი იტბორება, ირგვლივ ყველგან წყალია..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გია მაისაშვილი ამერიკაში, ძლიერ წყალდიდობაში მოყვა - "იწყება ჩვენი ორგანიზებული ევაკუაცია, ყველაფერი იტბორება, ირგვლივ ყველგან წყალია..."

აშშ-ში სამკურნალოდ მყოფი გია მაისაშვილი ტეხასში ძლიერ სტიქიაში მოყვა. როგორც ეკონომისტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, ქალაქ კეტიდან, სადაც ის ამჟამად იმყოფება, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატს ძლიერი ქარიშხალი "ჰარვი" რამდენიმე დღეა დაატყდა თავს, რამაც სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავებულია ათზე მეტი ადამიანი. ქარიშხალმა წყალდიდობა და ნგრევა გამოიწვია.

ამ დროისთვის ქარიშხლის სიმძლავრემ იკლო და მას ახლა ტროპიკული შტორმის კვალიფიკაცია მიენიჭა. ექსპერტები კვლავაც ელოდებიან მძიმე შედეგებს, რასაც სინოპტიკოსები სიცოცხლისთვის საშიშს უწოდებენ.

შტატის 50 ოლქში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. 350 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ხელისუფლება აცხადებს, რომ დანგრეულის აღდგენას წლები დასჭირდება.