loader

გერმანიაში საქართველოს 2 მოქალაქეს მატარებელი დაეჯახა და იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანიაში საქართველოს 2 მოქალაქეს მატარებელი დაეჯახა და იმსხვერპლა

გერმანიაში, ალდინგენში მატარებელმა საქართველოს ორი მოქალაქე იმსხვერპლა. გერმანული მედიის ინფორმაციით, 27 და 33 წლის ორი მამაკაცი სადგურში ღამით გადაადგილდებოდა. მამაკაცებმა ყურადღება არ მიაქციეს სატვირთო მატარებელს, რომელიც მათ დაეჯახა. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი იყო.

როგორც "პალიტრავიდეოს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გერმანიის პოლიციამ საქართველოს საკონსულოს დაუდასტურა ინფორმაცია საქართველოს ორი მოქალაქის დაღუპვის შესახებ, რომლებიც ალდინგენიდან როტვაილის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. დაღუპულთა ოჯახის წევრებს მომხდარის შესახებ ეცნობებათ დადგენილი წესის შესაბამისად. გარდაცვლილთა ვინაობას საგარეო პოლიტიკურ უწყებაში ჯერ-ჯერობით არ ასახელებენ.