loader

მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის საზღვარზე მხარდამჭერებმა ხელში აყვანილი გადამიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის საზღვარზე მხარდამჭერებმა ხელში აყვანილი გადამიყვანეს

უკრაინის ტერიტორიის გარღვევის შემდეგ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში ღამე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასტუმროში გაათენა, რომელიც ბაზრის მოედანთან ახლოს მდებარეობს. ამავე სასტუმროში დასახლდნენ მისი მომხრეებიც. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება.

გამოცემის ცნობით, ლვოვში სააკაშვილს წუხელ ქალაქის მერი ანდრეი სადოვი დახვდა. ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა ვახშამი მასთან ლვოვის ერთ-ერთ რესტორანში. გამოცემა იუწყება, რომ ვიდრე ისინი ვახშმობდნენ, რესტორანს 30-მდე მამაკაცი იცავდა, რომლებიც სრული ამუნიციით იყვნენ აღჭურვილნი.

რესტორნიდან გამოსულმა სააკაშვილმა ჟურნალისტებისთვის ლვოვის მერთან ერთად ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, რაც საზღვარზე მოხდა, ეს არ იყო გარღვევა. მას არ დაურღვევია არავითარი იურიდიული ნორმა, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი კონტროლის გავლის გარეშე გადაკვეთა. მისი თქმით, მისმა მხარდამჭერებმა ის ხელში აყვანილი გადაიყვანეს.

დღეს მიხეილ სააკაშვილი მომხრეებთან ერთად კიევისკენ გაემგზავრება. ამის შესახებ მედიას ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმ განუცხადა.