loader

რატომ შეცვალეს ეკლესიაში ნაკურთხი წყალი ალკოჰოლით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ შეცვალეს ეკლესიაში ნაკურთხი წყალი ალკოჰოლით?

ჯერჯერობით დაუდგენელია იმ პირების ვინაობა, ვინც ეს ჩაიდინა.

საფრანგეთის შატო-შალონის სოფლის ეკლესიაში უცნობმა პირებმა ნაკურთხი წყალი კონიაკით შეცვალეს ეკლესიის ემბაზში. ტურისტებს ეკლესიის დათვალიერების დროს ცხვირში ეცათ ალკოჰოლის სუნი და გიდს საკმაოდ მიამიტი კითხვა დაუსვეს: "ეს ადგილობრივი ტრადიციაა, ნაკურთხი წყლის მაგივრად ალკოჰოლი?"

სოფლის ხელმძღვანელობამ საკუთარი ძალებით ჩაატარა გამოძიება და დაადგინა, რომ ეკლესიის ჭურჭლებში დაახლოებით 1 ლიტრი კონიაკი იყო ჩასხმული.

"ამ ინციდენტზე საკმაოდ ბევრი ვიცინე. ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, საკმაოდ კარგი იუმორის გრძნობა გააჩნიათ და სურთ დაგმონ დრომოჭმული ტრადიციები" -აღნიშნა შატო-შალონის მერმა კრისტიან ვუილიემ.

თუმცა თვითონვე დასძინა, რომ მსგავსი ხუმრობა ბევრს არ მოეწონა. ემბაზები გაწმინდეს და ისევ ნაკურთხი წყლით შეავსეს.