X
სანკტ-პეტერბურგში 12 მსხვილი სავაჭრო ცენტრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა
16:52 / 14-09-2017
ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინებების გამო სანკტ-პეტერბურგში 12 მსხვილი სავაჭრო ცენტრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" საკუთარმა წყარომ აცნობა.

"პოლიციის თანამშრომლები ახლა 12 სავაჭრო ცენტრში მუშაობენ", - განუცხადა სააგენტოს წყარომ.

არსებული ინფორმაციით, საუბარია ქალაქის სხვადასხვა რაიონში მდებარე მსხვილ სავაჭრო ცენტრებზე.

სამართალდამცავ უწყებებში ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს საქალაქო სამმართველოში კი დაადასტურეს, რომ აღნიშნულ გამოძახებებზე პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მაშველებიც გადიან.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
იცნობდეთ ქართველ ქიმიკოსებს, რომლებმაც მსოფლიო ოლიმპიადაზე მედლები მოიპოვეს
"რომ არ დაბრუნდე, იცოდე, არ გაპატიებ!.."
ბინა პარიზში, აქციები ბანკსა და ღვინის კომპანიაში, საბანკო ანგარიშები - რა ქონებას ფლობს სალომე ზურაბიშვილი
ეკატერინა ხვედელიძე 1972 წლის 27 აგვისტოს საჩხერეში დაიბადა