loader

ბოლო ორი დღეა საქართველოში გეომაგნიტური ქარიშხალი ფიქსირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბოლო ორი დღეა საქართველოში გეომაგნიტური ქარიშხალი ფიქსირდება

ბოლო ორი დღის განმავლობაში გეომაგნიტური აქტივობის ინდექსი 4-დან 6-მდე მერყეობს. აღნიშნული ინფორმაცია Allnews.ge-ს ასტროფიზიკოსმა ალეკო თევზაძემ მიაწოდა. ასტროფიზიკოსის განმარტებით, გეომაგნიტური აქტივობა K ინდექსით (0-9) იზომება.

"ნული არის წყნარი, როდესაც გეომაგნიტური აქტივობა არ აღინიშნება და ცხრა არის ყველაზე ძლიერი გეომაგნიტური მაჩვენებელი, როდესაც მზიდან მოდის შეშფოთებები. უკვე მეორე დღეა K ინდექსი 4-დან 6-მდე იცვლება, რაც პრინციპში, გეომაგნიტური ქარიშხალია, რაც იმას ნიშნავს, რომ მზიდან შეშფოთებები მოვიდა და დედამიწის მაგნიტურ სფეროს დაეჯახა", - განმარტა ალეკო თევზაძემ, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ დაფიქსირებული მაჩვენებელი საგანგაშო არ არის, ითვლება, რომ მსგავსი აქტივობა არ არის ძლიერი. წაიკითხეთ გაგრძელება