loader

ქალი 60 წლის ასაკში დაფეხმძიმდა, როცა ქმარმა ბავშვი დაინახა, მან ცოლი უყოყმანოდ მიატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალი 60 წლის ასაკში დაფეხმძიმდა, როცა ქმარმა ბავშვი დაინახა, მან ცოლი უყოყმანოდ მიატოვა

მას შემდეგ, რაც ცოლი ქმარმა მიატოვა, ქალი შოკში ჩავარდა. 60 წლის ასაკში მშობლები პირველად გახდნენ, თუმცა ქმარმა ბავშვის დანახვის შემდეგ ამ პასუხისმგებლობაზე უარი თქვა.

ატიფა ლიადჟიჩი და სერიფ ნოკია 20 წელი ებრძოდნენ უშვილობას. საბოლოოდ ქმარი უშვილობას და იმ აზრს შეეგუა, რომ მხოლოდ ცოლსა და საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა ეზრუნა. ცოლმა ქმრის აზრი არ გაიზიარა და უშვილობასთან ბრძოლას განაგრძობდა.

ქალი გამოტყდა, რომ ექიმის რჩევებს უკვე მხოლოდ ჩვევის გამო ითვალისწინებდა და გაკვირვებული დარჩა, როცა გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო.

სერიფი კი ამ სიახლეს შიშით შეხვდა, რადგან ფიქრობდა, რომ ამით მისი ცოლის ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე დგებოდა. გარდა ამისა, დარწმუნებული არ იყო, რომ ამ ასაკში ბავშვზე ზრუნვას შეძლებდნენ. თუმცა მიუხედავად შიშისა, ის ბოლომდე ცოლის გვერდით იყო და ბავშვის გაჩენამდე ისე იქცეოდა, როგორც კარგ ქმარს შეეფერება.

როცა სამყაროს პატარა გოგონა მოევლინა, სხვა ახალშობილების მსგავსად, პატარა გამუდმებით ტიროდა. ამის ატანა სერიფმა ვერ შეძლო და ცოლი ბავშვთან ერთად მიატოვა.