loader

გამანადგურებელი მიწისძვრა მექსიკაში: დაღუპულთა რაოდენობა 150-ს აჭარბებს, დანგრეულია სკოლაც - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გამანადგურებელი მიწისძვრა მექსიკაში: დაღუპულთა რაოდენობა 150-ს აჭარბებს, დანგრეულია სკოლაც

მექსიკაში მიწისძვრის შედეგად სხვა შენობებს შორის სკოლაც დაინგრა, რის შედეგადაც 20 ბავშვი და მასწავლებლები დაიღუპნენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა ნიკოლოზ სახვაძემ განუცხადა.

"ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 151 ადამიანი. სამძებრო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. სხვა შენობებთან ერთად დაინგრა სკოლა და დაიღუპა 20 ბავშვი და მასწავლებლები - ეს არის ყველაზე შემაძრწუნებელი ინფორმაცია, რომელიც 19 სექტემბერს უკავშირდება. ქალაქში დიდი ნგრევაა, ნგრევაა სხვა შტატებშიც.

ტრაგეგიის შედეგები და მასშტაბები, ზარალი, მათ შორის, ადამიანური ზარალი, ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მექსიკელები არიან მობილიზებულნი, სამაშველო სამსახურები, ჯარი ჩართულია სამძებრო სამუშაოებში და იმედი ვიქონიოთ, რომ მეტი მსხვერპლი არ იქნება. ვერ ვიტყვი, რომ ქალაქში პანიკაა, მაგრამ ეტყობა, რომ დიდი უბედურება დაატყდა თავს", - განაცხადა ნიკოლოზ სახვაძემ.