loader

ჩანთა, როგორც საიდუმლო აქსესუარი - რა საიდუმლო გაამხილა დედოფლის დიზაინერმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩანთა, როგორც საიდუმლო აქსესუარი - რა საიდუმლო გაამხილა დედოფლის დიზაინერმა?

ელისაბედ II-ის ჩანთის საიდუმლო აქსესუარების მწარმოებელი ფირმის მფლობელმა გაამხილა. მისი აღიარებით, დედოფალი თავის ქალურ ჩანთებს იმისთვის იყენებს, რომ ''საიდუმლო'' სიგნალები მიაწოდოს სეფექალებს ამა თუ იმ ოფიციალური ღონისძიების დატოვების სურვილის შესახებ.

თურმე, როცა მონარქი ჩანთას მაგიდაზე დებს, თავის წინ, ამით გამოხატავს სურვილს, ხუთ წუთში დატოვოს თავყრილობა, რომელზეც იმყოფება. ამას ამტკიცებს ბრიტანული სამეფო კარის ცხოვრების მცოდნე ინგლისური კომპანია ''ლაუნერის'' მფლობელი და კრეატიული დირექტორი ჯერალდ ბოდმერი. სწორედ მისი კომპანია ამარაგებს დედოფალს ჩანთებით. თანაც, თურმე დედოფალს ჩანთებს უმზადებენ სარკით, საფულით და სათვალის კოლოფითურთ.