loader

"მერი სახლის ფანჯრიდან უყურებდა შეკრებილებს" - ათასობით ამსტერდამელი მომაკვდარი მერის სახლთან შეიკრიბა მისთვის პატივის მისაგებად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მერი სახლის ფანჯრიდან უყურებდა შეკრებილებს" - ათასობით ამსტერდამელი მომაკვდარი მერის სახლთან შეიკრიბა მისთვის პატივის მისაგებად

ჰოლანდიაში, ამსტერდამში, რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ფაქტმა, მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. 20 სექტემბერს ათი ათასობით ამსტერდამელი შეიკრიბა იმ ქუჩაზე, სადაც ქალაქის მერი ებერჰარდ ვან დერ ლაანი ცხოვრობს. ტრასნსპარანტებით, პეტარდებით, სტვენით შეკრებილებმა მთელი ქუჩაა აახმაურეს, თუმცა ისინი არაფერს აპროტესტებდნენ - უბრალოდ, ამ ფორმით მიაგეს პატივი ქალაქის მერს, რომელიც მომაკვდინებელი სენითაა ავად და სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლის...

ტაშისა და აპლოდისმენტების შემდეგ, შეკრებილებმა ჰოლანდიური სიმღერა "Aan de Amsterdamse grachten" (ითარგმნება როგორც, ამსტერდამის არხებთან) ერთხმად შეასრულეს.მათთან გასასაუბრებლად, სახლიდან გამოვიდა ებერჰარდ ლაანის მეუღლე ფემკე, თავის სამ შვილთან ერთად და მადლობა გადაუხადა შეკრებილებს საოცარი ჟესტისთვის: "თქვენი მერი ბედნიერი იქნებოდა აქ მდგარიყო თქვენს გვერდით, მაგრამ სამწუხაროდ ეს შეუძლებელია. თუმცა, მას ესმის თქვენი და ძალიან ნასიამოვნებია. ჩემი მეუღლის სახელით, მინდა მადლობა მოგახსენოთ ამ არაჩვეულებრივი ჟესტისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც თქვენ გამოხატავთ მის მიმართ ბოლო დღეების მანძილზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის" - აღნიშნა ფემკე ვან დერ ლაანიმ.
ფოტოგრაფებმა ისიც დააფიქსირეს, რომ ქალაქის მერი, რომელიც მძიმედ არის ავად, სახლის ფანჯრიდან უყურებდა ქვემოთ შეკრებილებს.
62 წლის ვან დერ ლაანს ფილტვის კიბოს დიაგნოზი იანვარში დაუსვეს. მდგომარეობა თავიდანვე უიმედო იყო, თუმცა ქალაქის მერმა მოქალაქეებისადმი ღია წერილში განაცხადა, რომ იქამდე უხელმძღვანელებდა ქალაქს, სანამ ამის ძალა ექნებოდა. ბოლო რვა თვის განმავლობაშ მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, ამიტომაც 19 სექტემბერს მან კიდევ ერთი წერილით მიმართა თანამოქალაქეებს და აცნობა, რომ მერის პოსტს ტოვებდა, რადგან ექიმებმა შეატყობინეს, რომ მისთვის არაფრის გაკეთება აღარ შეუძლიათ.

ებერჰარდ ვან დერ ლაანი ამსტერდამის მერი 2010 წლიდან იყო.