loader

იცით, რატომ იკრავდა პრინცესა დიანა მკერდზე "კლატჩს" ყველა ფოტოში? - საიდუმლო მისმა დიზაინერმა ახლახან გაამხილა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იცით, რატომ იკრავდა პრინცესა დიანა მკერდზე "კლატჩს" ყველა ფოტოში? - საიდუმლო მისმა დიზაინერმა ახლახან გაამხილა

მედიაში ერთი უცნაურობაც დაფიქსირდა: სადაც უნდა წასულიყო პრინცესა, ყოველთვის თან ატარებდა ხელის „კლატჩს“, რომელსაც თითქმის ყველა სურათში მკერდზე იკრავს.

The Telegraph-თან ერთ-ერთ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩანთების ბრიტანელმა დიზაინერმა ანია ჰინდმარჩმა, რომლის მყიდველიც გახლდათ ლედი დი, „კლატჩის“ მკერდთან მიკვრის საიდუმლო გაამხილა.

დიზაინერის თქმით, პრინცესა დიანა ძალიან სასიამოვნო ადამიანი იყო: „ის ძალიან ლოიალური მყიდველი გახლდათ, რომლისგანაც ბევრ სიამოვნებას მიიღებდით.

ის ჩვენთან დაცვის გარეშე მოდიოდა და ზედმეტი შეზღუდვის გარეშე ყიდულობდა“.

მიზეზი, რატომაც ლედი დი „კლატჩს“ მკერდზე იჭერდა, საკმაოდ ბანალური აღმოჩნდა: უხერხულ სიტუაციაში რომ არ ჩავარდნილიყო, დიანა დეკოლტეს ამ პატარა ჩანთებით ფარავდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ხრიკმა პრინცესა ყვითელი პრესის ხმაურიან სათაურებს ბევრჯერ გადაარჩინა.