loader

მასობრივი ჩხუბი და ცემა-ტყეპა რუს ტურისტებსა და ანტალიის სასტუმროს თანამშრომლებს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მასობრივი ჩხუბი და ცემა-ტყეპა რუს ტურისტებსა და ანტალიის სასტუმროს თანამშრომლებს შორის

მასობრივი ჩხუბი მოხდა რუს ტურისტებსა და ანტალიის სასტუმრო Azura Deluxe Resort & Spa Hotel-ის თანამშრომლებს შორის 23 სექტემბერს. როგორც სასტუმროს ადმინისტრაცია აცხადებს, დაპირისპირება რუსი ტურისტების აგრესიიულმა ქცევამ გამოიწვია. მათი მტკიცებით, რუსები სასტუმროს თანამშრომლებს უცენზური გამონათქვამებით მოიხსენიებდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს რუსული მედია: მათი ინფორმაციით ჩხუბი თურქი ბარმენის საქციელმა გამოიწვია, რომელმაც რუსი ტურისტის მომსახურებაზე უარი თქვა.

ჩხუბის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელებით გავრცელდა.