loader

უკრაინელმა მომიტინგეებმა რადას დეპუტატს სცემეს, რა მოხდა, როცა სააკაშვილი ჩაერია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინელმა მომიტინგეებმა რადას დეპუტატს სცემეს, რა მოხდა, როცა სააკაშვილი ჩაერია

უკრაინის რადასთან მომიტინგეებმა 50-მდე კარავი გაშალეს, - ამის შესახებ "უკრინფორმი" იუწყება.
საკანონმდებლო ორგანოსთან მომიტინგეებსა და პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრ ოლეგ ბარნუს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დეპუტატს სხვადასხვა საგნებს ესროდნენ, ხელს კრავდნენ, რა დროსაც ინციდენტში მიხეილ სააკაშვილი ჩაერია.

"უკრინფორმის" ინფორმაციით, ამ დროისთვის რადასთან ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. აქტივისტები კარვების განთავსებას განაგრძობენ. ერთ-ერთ კარავში საველე სამზარეულოც მოეწყო. ასევე, შემცირებულია სამართალდამცველთა რაოდენობა, რომლებიც რადას მთელ პერიმეტრზე არიან განთავსებული.

მომიტინგეები უკრაინის რადასგან მოითხოვენ იმ კანონპროექტების მიღებას, რომელიც კრძალავს დეპუტატის ხელშეუხებლობას, ანტიკორუფციული სასამართლოს და ახალი საარჩევნო სისტემის შემოღებას.