loader

ქსენია სობჩაკს პრეზიდენტობა მოუნდა - რას გეგმავს ცნობილი რუსი ტელეწამყვანი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქსენია სობჩაკს პრეზიდენტობა მოუნდა - რას გეგმავს ცნობილი რუსი ტელეწამყვანი?

რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კიდევ ერთი კანდიდატი აპირებს. მონაწილეობის სურვილი ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა გამოთქვა. ამასთან დაკავშირებით მან ღია წერილი პრესაში გამოაქვეყნა.

"მე ვარ კანდიდატი - "ყველას წინააღმდეგ" - წერს სობჩაკი, რომელსაც 5 ნოემბერს 36 წელი უსრულდება.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მედიას განუცხადა, რომ ქსენია სობჩაკის კანდიდატურა სრულად ესადაგება ქვეყნის კონსტიტუციის მოთხოვნებს და შეუძლია პრეზიდენტად კენჭი იყაროს. მისივე თქმით, სობჩაკის პოლიტიკური მრწამსი ჯერ უცნობია და მას ნულიდან მოუწევს პოლიტიკური გამოცდილების მიღება.

რუსეთის პრეზიდენტს 2018 წლის 18 მარტს აირჩევენ.