loader

სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა მომენტი, როდესაც ავტომობილი ტროტუარზე შევარდა და 6 ადამიანი შეიწირა - ვიდეო სუსტი ნერვების მქონე მაყურებელზე არ არის გათვლილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა მომენტი, როდესაც ავტომობილი ტროტუარზე შევარდა და 6 ადამიანი შეიწირა - ვიდეო სუსტი ნერვების მქონე მაყურებელზე არ არის გათვლილი

ხარკოვში გუშინ მომხდარი ავარიის ფაქტზე, რომლის დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, Lexus-ის მარკის ავტომობილი, რომელსაც ოლენა ზაიცევა მართავდა, ტროტუარზე შევარდა, სადაც ფეხით მოსიარულეები ქუჩის გადასაკვეთად შუქნიშნის შესაბამის სიგნალს ელოდნენ.

ხარკოვის პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს და 7-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


იხილეთ ასევე: შემზარავი კადრები ხარკოვიდან: ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა