loader

კიევში მომხდარ ტერაქტს ორი ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიევში მომხდარ ტერაქტს ორი ადამიანი ემსხვერპლა

კიევში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ორამდე გაიზარდა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანი ელენე გიტლიანსკაია აკეთებს.

"უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სამმართველოს გამომძიებლები კიევში მომხდარი აფეთქების ფაქტს იძიებენ, რომლის შედეგად დაშავდა უკრაინის პარლამენტის დეპუტატი იგორ მოსიიჩუკი და კიდევ ოთხი მოქალაქე. ორი ადამიანი დაიღუპა", - დაწერა ელენე გიტლიანსკაიამ "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კიევში ტელეკომპანია "ესპრესოსთან" მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს.