loader

თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქის ჩანთაში 14 წლის ბავშვი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქის ჩანთაში 14 წლის ბავშვი იპოვეს

საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქის ჩანთაში 14 წლის ბავშვი იპოვეს. ამის შესახებ "მილიეტი" ინფორმაციას დღეს ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქეს ჩანთის გახსნა სთხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს. ამის შემდეგ პოლიციელებმა თვითონ გახსნეს ჩანთა, სადაც 14 წლის ბავშვი აღმოაჩინეს.

საქართველოს მოქალაქეც და ბავშვიც ამ დროისათვის პოლიციას ჰყავს დაკავებული. დაკავებული მოქალაქის ინფორმაციით, ბავშვი საქართველოში მყოფი მშობლების სანახავად მიდიოდა.