loader

ვინ არის სკანდალური რუსი ლამაზმანი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტობა სურს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის სკანდალური რუსი ლამაზმანი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტობა სურს

ჟურნალისტი და უფლებადამცველი ეკატერინა გორდონი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს, - ამის შესახებ მან ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"სავარაუდოდ, მე ვიქნები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეუთანხმებელი კანდიდატი. ვარ ორი შვილის დედა, მაქვს ჟურნალისტად მუშაობის 10-წლიანი სტაჟი, დავაარსე საკუთარი იურიდიული კომპანია და უკვე მეხუთე წელია ქალებისა და ბავშვების უფლებებს ვიცავ", - განაცხადა გორდონმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საკუთარ პროგრამაში აქცენტს სწორედ ქალებისა და ბავშვების უფლებებზე გააკეთებს, ვინაიდან ამ სოციალურ ჯგუფებს კანონი საერთოდ არ იცავს. 37 წლის გორდონი მოსკოველია. მისი დაბადების გვარი პროკოფიევაა, გორდონი კი პირველი მეუღლისგან აიღო: კინორეჟისორ ალექსანდრ გორდონზე კატიამ 2000 წელს იქორწინა, თუმცა მათი კავშირი 6-წლიანი აღმოჩნდა.

2008 წლის ივლისში გორდონი სკანდალურად ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც რადიოს პირდაპირ ეთერში ქსენია სობჩაკთან (რომელიც ასევე აპირებს პრეზიდენტობაზე კენჭისყრას) სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა და ამის გამო რადიოდან გაუშვეს.

2011 და 2014 წლებში მან ორჯერ მოასწრო დაქორწინება... ერთსა და იმავე მამაკაცზე. 2011 წლის ივლისში ცოლად გაჰყვა იურისტ სერგეი ჟორინს, სექტემბერში კი საავადმყოფოში მოხვდა მას შემდეგ, რაც ქმარმა უმოწყალოდ სცემა - ქალმა ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო და ნეიროქირურგიულ განყოფილებაში აღმოჩნდა. ამის შემდეგ გორდონი ქმარს გაშორდა. ერთ წელში კი პირველი ვაჟი გააჩინა. რამდენიმეწლიანი "შესვენების" შემდეგ გორდონმა და ჟორინმა კვლავ იქორწინეს, თუმცა წყვილი ერთ თვეში დაშორდა.