loader

ტეხასში ბაპტისტურ ეკლესიაში სროლის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტეხასში ბაპტისტურ ეკლესიაში სროლის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა

სულ მცირე, 26 დაღუპული და 20 დაჭრილი - ასეთია ტეხასში, ქალაქ საუტერლენდ სპრინგსში ბაპტისტურ ეკლესიაში განხორციელებული სროლის შედეგი.

დაზარალებულებს შორის არიან ბავშვები. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ეკლესიაში შევიდა და მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი მას ადგილობრივმა მცხოვრებმა ესროლა, თუმცა დამნაშავემ საკუთარი მანქანით მიმალვა შეძლო.

მოგვიანებით პოლიციამ ის მეზობელ რაიონში, გარდაცვლილი იპოვა. ადგილობრივი მედია დამნაშავის სახელს ავრცელებს. ის 26 წლის ამერიკელი დევინ კელია. მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობი რჩება.