loader

რითი იკვებებიან ჩრდილოეთ კორეაში - გაეცანით ყველაზე იზოლირებული ქვეყნის კულინარიას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რითი იკვებებიან ჩრდილოეთ კორეაში - გაეცანით ყველაზე იზოლირებული ქვეყნის კულინარიას

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჩრდილოეთ კორეას თითქმის ყოველდღიურად უწესებენ ახალ სანქციებს და უმკაცრებენ უკვე არსებულს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ქვეყანაში ბევრ სხვადასხვა პროდუქციაზე დეფიციტი იქმნება. მათ შორის საკვები პროდუქტებიც არის.

შესაბამისად, ოფიციალური ფხენიანი ცდილობს, ქვეყნის შიგნით არსებული რესურსები მაქსიმალურად გამოიყენოს. "როიტერი" მსოფლიოს ყველაზე იზოლირებული ქვეყნის კულინარიით დაინტერესდა. რამდენიმე კერძი ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეულმა და სეულში მცხოვრებმა ადამიანებმა მოამზადეს.