loader

მსოფლიოში ყველაზე ცივი სოფელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიოში ყველაზე ცივი სოფელი

იანვარში, იაკუტიის სოფელ ოიმიაკონში არსებული საშუალო ტემპერატურა -50°-ია. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ დასახლებულ პუნქტს მსოფლიოში ყველაზე ცივი ადგილის სახელი აქვს. 1933 წელს, ოიმიაკონში -67,7° დაფიქსირდა.

აქ იშვიათად ხარობს რამე - ადგილობრივი მცხოვრებლები ძირითადად ირმებისა და ცხენის ხორცს მიირთმევენ. სოფელში მხოლოდ ერთი მაღაზიაა, მოსახლეობის უმრავლესობა კი ირმის მწყემსებად, მონადირეებად და მეთევზეებად მუშაობს. ისინი გასათბობად შეშის ღუმელებს იყენებენ.

სოფლის ერთადერთი სკოლა მხოლოდ მაშინ იკეტება, როდესაც ტემპერატურა -52°-ზე დაბლა ჩამოდის. გზას ოიმიაკონისკენ "ძვლების გზა" უწოდეს.