loader

რუსი დეპუტატის კლიპი, სადაც ბავშვები მღერიან, რომ მზად არიან მოკვდნენ პუტინის გამო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსი დეპუტატის კლიპი, სადაც ბავშვები მღერიან, რომ მზად არიან მოკვდნენ პუტინის გამო

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ანნა კუვიჩკომ გადაიღო კლიპი, სადაც ბავშვები მღერიან, რომ მზად არიან დაიღუპონ უკანასკნელ ბრძოლაში "ბიძია ვოვას" გამო. სიმღერაში აგრეთვე საუბარია რუსეთის უკიდეგანობაზე, ყირიმსა და ალიასკის დაბრუნებაზე.

კლიპში ვოლგოგრადის კადეტთა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. ბუნებრივია, კლიპმა საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა და აღშფოთება გამოიწვია, როს გამოც ის მალევე გაქრა თავად დეპუტატის სოციალური ქსელიდან.