loader

წყალში მოტივტივე ავტომობილები - ათენის შემოგარენში წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წყალში მოტივტივე ავტომობილები - ათენის შემოგარენში წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა

ათენის შემოგარენში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 10 მამაკაცი და ოთხი ქალია.

ათენის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობა შტორმმა გამოიწვია, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. წყალში აღმოჩნდა ასობით საცხოვრებელი სახლი, გზა და დაწესებულება. საბერძნეთის ხელისუფლებამ შტორმის გამო ეგეოსის ზღვაში, კუნძულ სიმიზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.