X
19 წლის მოდელმა ქალწულობა 3.9 მილიონ დოლარად გაყიდა
15:00 / 18-11-2017
19 წლის ამერიკელი მოდელი, სახელად ჟიზელი ირწმუნება, რომ ქალწულობა 3.9 მილიონ დოლარად გაყიდა. "აუქციონი" გერმანულ ვებ-საიტზე Cinderella Escorts გაიმართა. "მყიდველი" აბუდაბელი ბიზნესმენია, რომელმაც ჟიზელში 2,5 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც დაახლოებით 3.87 მილიონი დოლარია.

ამასთან დაკავშირებით საიტმა განცხადებაც გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ აუქციონს მეორე ყველაზე მაღალი ფასი "ჰოლივუდის მსახიობმა" შესთავაზა, რომლის სახელიც არ ხმაურდება. თუმცა აბუდაბელი ბიზნესმენის ფასმა გაიმარჯვა.19 წლის მოდელი ამ ფაქტს "ახდენილ ოცნებას" უწოდებს. "ნებისმიერ ქალს შეუძლია თავისით გადაწყვიტოს, უფასოდ გასცეს ქალწულობა ბოიფრენდზე, რომელსაც შესაძლოა მომავალში დაშორდეს, თუ
გაყიდოს ის. მე მივიღე გადაწყვეტილება და ეს საშუალებას მომცემს, ვისწავლო სადაც მომინდება, ვიყიდო ახალი სახლი და ვიმოგზაურო მსოფლიოს გარშემო. ეს თანხა მე უამრავ შესაძლებლობას მომცემს" - ამბობს ჟიზელი.

აუქციონის საიტის მფლობელი, 27 წლის გერმანელი იან ზაკობიელსკია. როგორც ის ამბობს, საიტზე მსოფლიოს უამრავი ქვეყნის წარმომადგენელი გოგონას ვიდეოა განთავსებული, რომლებიც განმარტავენ მიზეზებს, თუ რატომ ყიდიან ქალწულობას. საიტზე არიან გოგონები ავსტრალიიდან, ევროპის, აზიის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან, ასევე არაბული სამყაროს ქვეყნებიდან.

"ჟიზელის აუქციონმა გვაჩვენა, თუ რა დიდი მოთხოვნაა მსოფლიოში ქალწულებზე. აუქციონში მონაწილეობა მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მდიდარმა ადამიანებმა მიიღეს" - ამბობს საიტის წარმომადგენელი.

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
მამა ნიკოლოზმა მრევლს 100-100 ლარი დაურიგა - რა კადრები ვრცელდება ინტერნეტში?
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს