loader

კუნძულ ბალიზე ვულკან აგუნგის ამოფრქვევა დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კუნძულ ბალიზე ვულკან აგუნგის ამოფრქვევა დაიწყო

ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე ვულკან აგუნგის ამოფრქვევა დაიწყო. ამის შესახებ ინდონეზიის სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოფხვრის სააგენტო იუწყება.

„არ აყვეთ პანიკას და არ მიუახლოვდეთ ვულკანს 6-7,5 კილომეტრზე ახლოს“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ვულკანის ამორფქვევა ადგილობრივი დროით 17:05 საათზე დაიწყო. კვამლი კრატერიდან 700 მეტრის სიმაღლეზე ავიდა. სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოფხვრის სააგენტომ ვულკანის აქტიურობა 4-ბალიანი სისტემით 2 ბალით შეაფასა.

სექტემბრის ბოლოს ვულკან აგუნგის აქტიურობის გამო კუნძულ ბალიზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სახიფათო ზონის რადიუსი ვულკანის კრატერიდან 12 კილომეტრს შეადგენდა, უსაფრთხოების ზომების გამო 144 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.