loader

უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილის ცემა ყავარჯნით სცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილის ცემა ყავარჯნით სცადა

უკრაინელი დეპუტატი, "რადიკალური პარტიის" წევრი იგორ მოსიჩუკი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ყავარჯნით დაესხა თავს. შემთხვევა უკრაინული ტელეარხ NewsOne-ის ეთერში, გადაცემა "უკრაინული ფორმატის" ჩაწერის დროს მოხდა.

იგორ მოსიჩუკმა ჰკითხა სააკაშვილს, უჭერს თუ არა ის მხარს უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერ სტეპან ბანდერას, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ "უკრაინას უჭერს მხარს".

"ბანდერა რომ ცოცხალი ყოფილიყო, პირველ რიგში ის კორუფციონერებს გაანადგურებდა", - განაცხადა სააკაშვილმა.

მოსიჩუკმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კორუფციაში დაადანაშაულა და ყავარჯნით ხელში მასთან მისვლა სცადა.

"თქვენ კორუფციონერი ხართ. საქართველოში კორუფციით იყავით დაკავებული და ამის გამო თქვენ გდევნიან", - განაცხადა "რადიკალური პარტიის" წევრმა.

სააკაშვილთან მისვლაში ხელი მას გადაცემის წამყვანმა შეუშალა.