loader

რა ხდება იაპონიის სკოლის სასადილოში - 5 მზარეული 3 საათში ამზადებს სადილს 720 ადამიანისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება იაპონიის სკოლის სასადილოში - 5 მზარეული 3 საათში ამზადებს სადილს 720 ადამიანისთვის

რა ხდება იაპონიის სკოლის სასადილოში? გაიცანით, ეს იუია. დღეს იგი მოგვიყვება როგორ მიმდინარეობს სადილი მის სკოლაში. სკოლის სასადილოში 5 მზარეული 3 საათში ამზადებს სადილს 720 ადამიანისთვის. კარტოფილი, რომელსაც ისინი იყენებენ, მეექვსე კლასელების მიერ არის მოყვანილი სკოლის ფერმაში. დღეს სადილად არის თევზი მსხლის სოუსით (სხვათა შორის, მსხალიც სკოლის ბაღშია მოსული), პიურე, პური, ბოსტნეულის წვნიანი და რძე. მზარეულები საკვებს კონტეინერებში ანაწილებენ თითოეული კლასისთვის. ეს ყველაფერი ერთ ოთახში თავსდება.
მე-4 გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეები მადლობას უხდიან მასწავლებელს ჩატარებული გაკვეთილებისთვის. ახლა სადილის დროა, რომელიც 45 წუთი გრძელდება. ზუსტად იმდენ ხანს, რამდენსაც ერთი გაკვეთილი!მოსწავლეები თეთრ ხალათებს იცვამენ, ქუდებს იხურავენ და სახეზე ნიღბებს იკეთებენ.მასწავლებელიც ბავშვებთან ერთად სადილობს. ტრაპეზის დაწყებამდე იგი მოსწავლეებს ესაუბრება იმ პროდუქტების წარმოშობის შესახებ, რომლებიც მაგიდაზე უდევთ.