loader

ეგვიპტეში, მეჩეთში აფეთქებას 235 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 130 - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეგვიპტეში, მეჩეთში აფეთქებას 235 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 130

ეგვიპტის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში 30 "ბოევიკი" გაანადგურეს", - ამის შესახებ Sky News Arabia იუწყება.

ტერორისტების ლიკვიდაცია სინის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სოფელ ერ-რისანში მოხდა. გარდა ამისა, ეგვიპტის ავიაციამ გაანადგურა რამდენიმე ავტომობილი, რომლებიც მეჩეთზე თავდასხმისას იყო გამოყენებული. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ტერორისტების საყრდენი პუნქტების ძებნას განაგრძობენ.

გუშინ, სინის ნახევარკუნძულზე მდებარე ერთ-ერთ მეჩეთში ტერორისტები შეიჭრნენ. მათ ჯერ ბომბი ააფეთქეს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნენ იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც მეჩეთიდან გამორბოდნენ. ბოლო მონაცემებით, 235 ადამიანია დაღუპული და 130 - დაჭრილი.