loader

როგორ არბევს და ძარცვავს ქალაქს ახალგაზრდების ჯგუფი ბრიუსელში - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ არბევს და ძარცვავს ქალაქს ახალგაზრდების ჯგუფი ბრიუსელში - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება

ბრიუსელში მონობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია ქალაქის დარბევაში გადაიზარდა, რის გამოც პოლიციამ 100-მდე ადამიანი დააკავა. ამის შესახებ „თვითერის“ გვერდზე ბელგიის შს მინისტრი ჟან ჟამბონი წერს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა, თავდაპირველად, ლიბიაში მონობა გააპროტესტეს, შემდეგ კი მათ 30-კაციანი ჯგუფი შეუერთდა, რომელმაც ადამიანების პროვოცირება განახორციელა, რათა მაღაზიებისკენ გადაენაცვლათ.

პოლიციის ინფორმაციით, მათ სავაჭრო ობიექტების დარბევა და ძარცვა დაიწყეს. დაკავებულთა შორის 15-18 წლის ახალგაზრდები არიან. სამართალდამცველების ინფორმაციით, ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება.