loader

"მე ვარ ტანია, 10 წელი რელიგიური ექსტრემისტი ვიყავი", - როგორ დააღწია თავი ქალმა "ისლამურ სახელმწიფოს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ვარ ტანია, 10 წელი რელიგიური ექსტრემისტი ვიყავი", - როგორ დააღწია თავი ქალმა "ისლამურ სახელმწიფოს"

"მე მქვია ტანია ჯორჯელასი. 10 წლის განმავლობაში რელიგიური ექსტრემისტი ვიყავი. ჩემი ქმარი "ისლამური სახელმწიფოს" წევრი გახდა, მე კი ახლა ვცდილობ, მათ იდეოლოგიას დავუპირისპირდე", - ახალგაზრდა ქალმა "ბი-ბი-სი-სთან" საკუთარი ცხოვრების შესახებ გულწრფელად ისაუბრა.

ტანიამ სკოლა ლონდონის საშუალო ფენით დასახლებულ გარეუბანში დაამთავრა.

"რელიგიით 17 წლის ასაკში დავინტერესდი. მინდოდა იდენტობა შემეცვალა, გავმხდარიყავი მორწმუნე. რელიგია დამეხმარა, თავი დამემკვიდრებინა გარკვეულ საზოგადოებაში, რომელმაც მიმიღო..." - ამბობს ტანია.

20 წლის ასაკიდან გოგონას სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფთან ჰქონდა ურთიერთობა. მათ ტანიას შეხედულებები სამყაროზე საფუძვლიანად შეცვალეს. ისლამისტებმა მას უამბეს, როგორ "სასტიკად ექცევიან მუსულმანებს" და დააჯერეს, რომ რელიგიას დაცვა სჭირდება და ჯიჰადი სწორედ ისლამის დაცვაა. სრული ტექსტი იხილეთ ambebi.ge-ზე.