loader

მიდლტონისა და ჰარის განსხვავებული ნიშნობის ბეჭდები - მეგანმა და ჰარიმ სამეფო პროტოკოლი დაარღვიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიდლტონისა და ჰარის განსხვავებული ნიშნობის ბეჭდები - მეგანმა და ჰარიმ სამეფო პროტოკოლი დაარღვიეს

ბრიტანეთის პრინცის ნიშნობა არა მხოლოდ ბრიტანელებისთვის, არამედ მსოფლიო მედიისთვის საუბრის მთავარი თემაა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა სამეფო ნიშნობის შესახებ და წყვილი რეპორტიორების წინ პირველად გამოჩნდა, თითქმის ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ჰარი და მეგანი ერთად არაჩვეულებრივად გამოიყურებიან.

ორივე ნიშნობის ბეჭედი ძალიან ლამაზია, თუმცა ერთმანეთისგან სრულებით განსხვავებული. მიდლტონს უილიამმა დედის, დაიანას ნიშნობის ბეჭედი აჩუქა. ის 14 ბრილიანტისგან შედგება, შუაში კი დიდი ზომის საფირონია ჩასმული. ბეჭედი თეთრი ოქროსგან არის დამზადებული.

მეგანის ბეჭედი კი ჰარის დიზაინით შექმნეს. მასზე არის ორი ბრილიანტი დაიანას კოლექციიდან და ასევე - ერთი ბრილიანტი ბოტსვანიდან. ამ ქვეყნის მიმართ წყვილს განსაკუთრებით თბილი დამოკიდებულება აქვს.