loader

გამაოგნებელი კადრები: ხორვატმა გენერალმა ჰააგის სასამართლოში საწამლავი დალია და თავი მოიკლა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გამაოგნებელი კადრები: ხორვატმა გენერალმა ჰააგის სასამართლოში საწამლავი დალია და თავი მოიკლა (+18)

ხორვატი გენერალი სლობოდან პრალიაკი, რომელმაც ჰააგის სასამართლოში მისი განაჩენის გამოცხადების შემდეგ საწამლავი დალია, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ხორვატული მედია იუწყება.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ 20-წლიანი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, პრალიაკმა ჭიქით რაღაც სითხე დალია, რომელიც მან სხდომათა დარბაზში შეიტანა და განაცხადა, რომ ეს საწამლავი იყო.

საწამლავის დალევამდე კი, მან აღნიშნა, რომ სამხედრო დამნაშავე არ არის და განჩენს არ ეთანხმება. სასამართლო სხდომა დაუყოვნებლივ შეწყდა, პრალიაკს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ის უმძიმეს მდგომარეობაში სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გენერალს ბრალი ბოსნიელი მუსლიმების წინააღმდეგ დანაშაულში ედებოდა.