loader

პირდაპირი ეთერი უკრაინიდან - მიხეილ სააკაშვილის სახლში სპეცრაზმი კარებს ამტვრევს, ის შენობის სახურავზე იმყოფება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი ეთერი უკრაინიდან - მიხეილ სააკაშვილის სახლში სპეცრაზმი კარებს ამტვრევს, ის შენობის სახურავზე იმყოფება

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის განცხადებით, იმ ბინის კარებს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმი ამტვრევს. ამის შესახებ დავით საყვარელიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.

"მიხეილ სააკაშვილის სახლში კარებს ამტვრევენ! კოსტიოლნის ქუჩა, ბინა 32, ვიკრიბებით!" - დაწერა მან.

დავით საყვარელიძეს თქმით, მიხეილ სააკაშვილი შენობის სახურავზე იმყოფება. ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მის ბინაში ჩხრეკის გამო შენობის სახურავზე ავიდა, გადმოხტომით იმუქრებოდა, - იუწყება უკრაინული სააგენტო LB.ua-ს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალაში ასევე ჩანს, რომ სააკაშვილის ბინასთან იმყოფება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმი. ასევე, ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის ადვოკატები.