საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებს. ამის შესახებ სააგენტო LIGA.net იუწყება.
„ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის მიერ საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას“, - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა.
იმ ბინასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობს, უკრაინის პარლამენტის დეპუტატები მივიდნენ, თუმცა მათ სპეცრაზმი მიხეილ სააკაშვილის ბინაში არ უშვებს.