loader

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა

აშშ მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომელმაც საგანგებო განცხადებაში იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

"მოვიდა დრო, იერუსალიმი ოფიციალურად იყოს აღიარებული ისრაელის დედაქალაქად", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მან ასევე განკარგულება მისცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის მომზადების თაობაზე. "იერუსალიმი იყო და უნდა დარჩეს იმ ადგილად, სადაც ებრაელები - გოდების კედელთან, მუსლიმები - "ალ-აქსას" მეჩეთთან, ხოლო ქრისტიანები ქრისტეს საფლავის ტაძარში ლოცულობენ. მაგრამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. ეს ფაქტია და ის უნდა ვაღიაროთ, რასაც მე ვაკეთებ", - განაცხადა ტრამპმა.