სააკაშვილი სასტუმრო "კიევში" შესვლას ცდილობდა, რათა ვინმეს ნომერში შხაპი მიეღო, თუმცა ის სასტუმროში არ შეუშვეს - უკრაინელი დეპუტატი
14:18 / 07-12-2017
"სააკაშვილის ყველაზე დიდი სურვილია სისხლი დაიღვაროს, რათა აჩვენოს, რომ მას და მის მომხრეებს სცემენ. ჩვენ მას ასეთ ვარიანტებს არ მივცემთ. ახლა სააკაშვილი კარვების ქალაქშია, იქიდან არ გამოდის. მან ქართველი ხალხი მოატყუა, რომელმაც ის გამოაგდო, მაგრამ, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა პოროშენკომ მას მოქალაქეობა მისცა, რაც დიდი შეცდომა იყო", - განაცხადა ანტონ გერაშენკომ.
მისი თქმით, სააკაშვილი სასტუმრო "კიევში" შესვლას ცდილობდა, რათა ვინმესთან ნომერში შხაპი მიეღო, თუმცა ის სასტუმროში არ შეუშვეს.