loader

"ფემენის" შიშველი აქტივისტი სააკაშვილს და პოროშენკოს ნიჩბით მიუვარდა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფემენის" შიშველი აქტივისტი სააკაშვილს და პოროშენკოს ნიჩბით მიუვარდა (+18)

Femen-ის შიშველმა აქტივისტმა, უკრაინის რადას წინ, სადაც მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები არიან დაბანაკებულნი, აქცია მოაწყო. ცნობილი საბჭოთა ქანდაკების "გოგონა ნიჩბით" სტილში წარმოდგენილი აქტივისტი, მაიდანზე შუადღისას გამოჩნდა, ტანსაცმელი გაიხადა, ხელში ნიჩაბი მოიმარჯვა და კარვების წინ დადგა. ძუძუებზე მას მიხეილ სააკაშვილისა და პეტრო პოროშენკოს სახელები ეწერა - პეტია და მიხო, მუცელზე კი უხამსი გზავნილი - "მოუსვით ..." (Гребите на **й!).

Femen-ში განაცხადეს, რომ ამ აქციის მიზანი იყო აბსურდის უკანასკნელი შტრიხი შეეტანა უკრაინის პოლიტიკურ არეულობაში, რომელიც ქვეყანას
დაქცევით ემუქრება. შიშველი აქტივისტი პოლიციამ დააკავა - მას პლედი შემოახვიეს და ისე გაიყვანეს რადას მიმდებარე ტერიტორიიდან.