loader

სახლი, სადაც მიხეილ სააკაშვილმა შინაპატიმრობა უნდა გაატაროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სახლი, სადაც მიხეილ სააკაშვილმა შინაპატიმრობა უნდა გაატაროს

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ იმ ბინის მისამართი დაასახელა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა სადღეღამისო შინაპატიმრობის 2-თვიანი პერიოდი უნდა გაატაროს. კერძოდ, აღნიშნული ბინის მისამართია: კოსტელნაიას ქუჩა N7, ბინა 32.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს სხდომა, ბოლო ინფორმაციით, თბილისის დროით 14:00 საათზეა დანიშნული. ამის შესახებ NewsOne-ს სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განუცხადა. იქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროცესი თბილისის დროით ჯერ 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, შემდეგ კი 13:00 საათისთვის გადაიდო.

„სხდომა სასამართლოს მეორე დარბაზში გაიმართება. ავტომატური განაწილების შედეგად მოსამართლედ ლარისა ცოკოლი დაინიშნა. ბრალდების მხარე ორთვიან სადღეღამისო შინაპატიმრობას მოითხოვს. ამავდროულად, სააკაშვილი ვალდებული იქნება, საგამოძიებო მოქმედებებზე გამოცხადდეს“, - განაცხადა ჩერნოლუცკიმ.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი ნებისმიერი სახის აღკვეთის ღონისძიების დანიშვნას ეწინააღმდეგებიან.