loader

ოჯახმა ქორწილისთვის 40 000$ დახარჯა და 300 სტუმარი დაპატიჟა - პატარძალმა კი ყველა შოკში ჩააგდო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოჯახმა ქორწილისთვის 40 000$ დახარჯა და 300 სტუმარი დაპატიჟა - პატარძალმა კი ყველა შოკში ჩააგდო

ქორწილის ცერემონიალზე პატარძალი უხასიათოდ იყო. მას შემდეგ, რაც წყვილმა ერთმანეთს თანხმობა განუცხადა, გარსია სცენაზე ავიდა.

ავრორამ ყველა დამსწრე სტუმარსა და ნათესავს, რომლებიც ზღაპრული ქორწილის ორგანიზებაში დაეხმარნენ, მადლობა გადაუხადა. ასევე აცნობა, რომ თითოეული სტუმრისთვის მას პირადად ჰქონდა საჩუქარი. ყველა სკამის ქვეშ სტუმრებისთვის განკუთვნილი ბარათი იყო მიკრული. გოგონამ მათ ბარათების გახსნა სთხოვა.


ბარათში ნახეს საქმროს 2 ფოტო, რომლებზეც ჩანდა, როგორ ღალატობდა ის საცოლეს ერთ-ერთ დაქალთან.
ერთ ფოტოზე ერთმანეთს კოცნიდნენ, მეორეზე კი სასტუმროდან გამოდიოდნენ.

სტუმრების რეაქციის ნახვის შემდეგ გოგონა მოღალატეებს მიუბრუნდა და უთხრა:
"დატკბით თქვენი ქორწილით, ეს თქვენი დროა! გილოცავთ".

ავრორა ეჭვობდა, რომ მის დაქალსა და საქმროს შორის რაღაც ხდებოდა. ამიტომ ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე დეტექტივი დაიქირავა, რომელმაც ეს საშინელი საიდუმლო გაუმხილა.



წყარო