loader

სტამბოლში უპილოტო მატარებლების მეტროს ხაზმა დაიწყო ფუნქციონირება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტამბოლში უპილოტო მატარებლების მეტროს ხაზმა დაიწყო ფუნქციონირება

თურქეთის უმსხვილეს ქალაქ სტამბოლში უპილოტო მატარებლების მეტროს ხაზმა დაიწყო ფუნქციონირება.
როგორც Daily Sabah წერს, პირველ ეტაპზე მარშრუტის სიგრძე 10,5 კმ-ია, თუმცა 2018 წლის ივნისისთვის მისი გაფართოება 20 კილომეტრამდე იგეგმება. ხაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასზე 19 სადგური იმუშავებს და ავტომატიზებული მატარებლები ყოველდღიურად 700 ათას მგზავრს მოემსახურებიან. მატარებლების მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-ია.

ახალი ხაზის ამოქმედებამ სტამბოლის მეტროს ხაზი 167 კილომეტრამდე გაზარდა და უკვე მომავალი წლის ბოლომდე მისი სიგრძე 355 კილომეტრამდე გაიზრდება, ხოლო 2023 წლისთვის ქალაქის ხელისუფლება მის განვითარებას 1000 კილომეტრამდე გეგმავს. პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, მეტროს ხაზი აუცილებლად უნდა მივიდეს გოგჩენის აეროპორტამდე.


ავტორი: კოკა კვირკველია